მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენს.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - პირველ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.
ქრისტიანული მრწამსით სწორედ წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის შემდეგ მოექცნენ მირიან მეფე და ნანა დედოფალი ქრისტიანულ რელიგიაზე და მართმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.