საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი გაიზარდა.
დაზღვევის სახელმწიფო სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში კერძო კომპანიების ჯანდაცვის პოლისით 615 ათას 966 ადამიანი სარგებლობდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,3%-ით მეტია. საერთო ჯამში, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 17% სარგებლობს.
ამასთან, სადაზღვევო კომპანიების მიერ 2020 წლის 3 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის მოცულობამ 115 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა.
საერთო ჯამში, 2020 წლის პირველ კვარტალში 18 სადაზღვევო კომპანიის ჯამურმა პორტფელმა 211 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა, 31 მილიონ 200 ათასი მეტი, ვიდრე 2019 წლის 3 თვეში.
ცნობისთვის, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.