დეტროიტში დემონსტრაციის დროს 19 წლის მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. მათი თქმით, ახლაგაზრდამ ცეცხლი სამართალდამცავების მიმართულებით გახსნა. მოგვიანებით, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამასთან, დეტროიტის პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დააკავეს მამაკაცი, რომელიც პოლიციელის მოკვლას ცდილობდა. „ჩვენ ვერ გავდგებით გვერდზე და ვერ დავრთავთ ნებას კრიმინალებს, მოვიდნენ აქ, თავს დაესხან ჩვენს ოფიცრებს და საზოგადოება საფრთხეში ჩააგდონ. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“,-განაცხადა დეტროიტის პოლიციის უფროსმა ჯეიმს ქრეიგმა.