2 ივნისიდან საფრანგეთში ბარები, რესტორნები და კაფეები იხსნება, თუმცა ძალაში რჩება გარკვეული შეზღუდვებიც. პარიზში, სადაც მედიის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების უფრო მაღალი რისკია, იმუშავებს მხოლოდ ღია ტიპის დაწესებულებები და ტერასები.
ამასთან, 2 ივნისიდან საფრანგეთში უქმდება შეზღუდვა საცხოვრებელი სახლიდან 100კმ-ზე მეტი მანძილზე გადაადგილების შესახებ. რაც შეეხება საზღვრებს, ქვეყანა სხვა ევროპულ ქვეყნებთან მომოსვლას 15 ივნისიდან აღადგენს.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში სულ კორონავირუსის 186 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 28 662 ადამიანი ემსხვერპლა.