დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს დაასუბსიდირებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს, ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე 5 წლის განმავლობაში. მისივე თქმით, ბიუჯეტიდან გამოიყოფა 150 მილიონი იმისთვის რომ 1800-მა დევნილმა ოჯახმა ბინები 3 წლით ადრე მიიღოს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა რეალისტური და კონკრეტულია.