დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის ვაქცინის სამიტზე მიიწვია. ინფორმაციას "როიტერსი" კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთის მეთაურს დასწრების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ცნობისთვის, 4 მაისს, ბრიტანეთის მთავრობა გლობალური ვაქცინის სამიტს მართავს, რომლის მიზანია ვაქცინის შექმნისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით რესურსების მობილიზება მოხდეს.