თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. მისივე თქმით, ამ პროცესს მერია ზედამხედველობასა და კონტროლს გაუწევს.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მოხდება ავტობუსის მძღოლების გაფრთხილება რათა მათ არ გამოიყენონ ავტობუსებში კონდიცირება და ფანჯრები ჰქონდეთ ღია. რაც შეეხება მეტროს კალაძის თქმით მეტროში აღნიშნულის ვალდებულება არ დგას რადგან მეტროში ჰაერი ფანჯრებიდან ისედაც ნიავდება.
შეგახსენებთ, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 29 მაისიდან აღდგება.