პარლამენტთან მოძრაობა "შეცვალეს" აქცია გაიმართა. აქტივისტებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან წითელი საღებავით ხელები გამოსახეს და განმარტეს, რომ ეს იყო სისხლიანი ხელების სიმბოლო".
ამასთან, როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს აქციის გამართვის მიზეზი პრემიერ-მინისტრისთვის 2019 წლის 20 ივნისის აქციის მოვლენების შესახსენება იყო.
პარლამენთან მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ პრემიერ-მინისტრი დეპუტატების წინაშე კორონავირუსის პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშს აბარებს.