ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებამ რაიმე სახის შეზღუდვა არამიზნობრივად გამოიყენა, ეს ყველაფერი იყო გამიზნულად გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენთვის პირველ რიგში მნიშნველოვანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.მისივე თქმით, „არავინ არ ამბობს და არ აპირებს ამ შეზღუდვების დიდი ხნით შენარჩუნებას.“