აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა ოპოზიცია აფასებს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერების შეფასებით ეს ფაქტი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაა. როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, დასკვნით აშკარა კორუფცია იკვეთება და ამ საკითხით საგამოძიებო ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ.
თავის მხრივ, პარტიის კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების უნიათობა ქვეყანას ძვირად დაუჯდება.