ტყიბულში 5 სახლისა და საამქროს გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულები წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის არიან ნასამართლევები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ტყიბულში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეთა კუთვნილი 5 საცხოვრებელი სახლი და ერთი სამჭედლოს საამქრო გაქურდეს.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.