თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო ორი კვირაა, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მედიკოსები იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში კლინიკაში არც ერთი ინფიცირებული აღარ იქნება და ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდება.
კოვიდინფიცირებული პაციენტები ჯერჯერობით რჩებიან ბოჭორიშვილისა და ინფექციურ საავადმყოფოებში, სადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს კიდევ ერთხელ შეფასდა.