დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 48 290 PCR კვლევაა ჩატარებული. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაძაბული ვითარება ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში - ბოლნისში, თეთრიწყაროსა და მარნეულში დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამივე მუნიციპალიტეტზე ინფიცირებულთა 36% მოდის.