ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვა რჩება მხოლოდ ტაქსებზე. შეგახსენებთ, რომ დღეს, ღამის 12 საათიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება.