მსოფლიო ბანკის განცხადების, კორონავირუსის გამო მსოფლიოში 60 მლნ ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება. აღსანიშნავია, რომ წინა პროგნოზით 49 მლნ ადამიანი იყო უკიდურესი სიღარიბის რისკის წინაშე.
ამასთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენთის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ჯგუფი პროგნოზირებს ღრმა რეცესიას და მსოფლიო ეკონომიკის 5%-ით შემცირებას.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკი აფინანსებს საგანგებო პროგრამებს 100 ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც 160 მილიარდი დოლარი დაიხარჯება 15 თვის განმავლობაში. ეს თანხა გათვალისწინებულია ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად