ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ლექსიკას უწუნებენ და მას „ვულგარულს“ უწოდებენ. ოპონენტების შეფასებით, კობახიძე თანამდებობის პირისთვის შეუფერებლად იქცევა.
ოპოზიციის წევრი დეპუტატები მას კორექტულობისკენ მოუწოდებენ და მორალური ქცევის სტანდარტებზე მიუთითებენ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ ეთერში ოპოზიციას გოიმი უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი გოიმური ოპონენტები ხელისუფლებას არასდროს ჰყოლია.