პოლარიზება, რაც დღეს არის, ამაზე მეტი არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ომს ხომ არ გამოვუცხადებთ ერთმანეთს?! - კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებზე - Palitra News
გამიჭირდება ჭკუა დავარიგო ოპოზიციას, თუმცა მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად კორექტულები ვიყოთ, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება".კითხვაზე, ირაკლი კობახიძის ეს განცხადება ხომ არ უწყობს ხელს პარტიებს შორის პოლარიზებას, კალაძემ განაცხადა, „პოლარიზება, რაც დღეს არის, ამაზე მეტი არ ვიცი, რა უნდა მოხდეს“.