პარლამენტში ორ საათზე მეტია პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები პირველი მოსმენით "საგადასახადო კოდექსში" შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ოპოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. კერძოდ, ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვენ, საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც სახელმწიფო ასუბსიდირებს, დარჩეს არა დამსაქმებელს, არამედ დასაქმებულს.
შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2020 წლის 1-ელი მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილი იქნება შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.