სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 5 041-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 64 შეადგინა.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 2 614 პაციენტი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2788-ს შეადგენს.