ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი, რთული სათქმელია, თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება - გუბერნატორი - Palitra News

ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი, რთული სათქმელია, თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება - გუბერნატორი

2020-05-19 10:54:43+04:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში ზუგდიდის ჩაკეტვის საკითხი დადგეს. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზუგდიდში კორონავირუსის გავრცელება ფართო მასშტაბის გახდება. მისივე განმარტებით, ზუგდიდის ჩაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ საკითხი აქტუალური ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერის გათვალისწინებით გახდა.