იცით თუ არა, რომ ძველად პროტეზებს ძაღლის ძვლისგან ამზადებდნენ? და რომ მედეა ნამდვილად ამზადებდა სასწაულ წამლებს კოლხეთში?
ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი თბილისში 1967 წელს გაიხსნა. მუზეუმის შექმნის ინიციატორი იყო ქართული მედიცინის ისტორიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი მიხეილ შენგელია. მართლაც უნიკალური მუზეუმი უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც შთამბეჭდავი ექსპონატები ნებისმიერ მნახველს იმ საუკუნოვანი ტრადიციების შესახებ მოუთხრობს, რომელიც ქართულ მედიცინას აქვს. 19 000-ზე მეტი საექსპოზიციო და საარქივო ერთეული პირადი ფონდები, საარქივო მასალა, არქეოლოგიური მონაპოვრები, ეთნოგრაფიული მასალა, ძველი სამედიცინო აპარატურა, პირველი რენტგენისა და ფიზიოთერაპიული აპარატები, სამედიცინო სარუტუალო და მაგიური დანიშნულების ნივთები, სამედიცინო ხელნაწერები, სამკურნალო მცენარეების ჰერბარიუმები, ანთროპოლოგიური მასალა, უნიკალური და ძველი სამედიცინო წიგნების ბიბლიოთეკა.