მარნეულის მუნიციპალიტეტის აგრარულ ბაზარში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მარნეულის მერთან ზაურ დარგალთან და მაჟორიტარ დეპუტატთან თამაზ ნავერიანთან ერთად იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ღია აგრარული ბაზარი დაათვალიერეს და დახურული ტიპის ბაზრის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ; ასევე მონიტორინგი გაუწიეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდაციების დაცვის საკითხს.