გუშინდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული. გუშინ გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ და ვფიქრობ, დადგა დრო, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და უნდა დავადგეთ დემოკრატიული განვითარების გზას, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას.
ვაშაძემ მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესასრულებლად, საჭიროა გიორგი რურუას გათავისუფლება.