"ევროპული საქართველოს" შეფასებით, საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინოდ ჩაიწერება.
პარტიის წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, საქართველომ თავმჯდომარეობის პერიოდში თავი მსოფლიოს გადაგდებით გამოიჩინა. მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება არც ის ფაქტი, რომ საქართველოს თავმჯდომარის სტატუსი დამსაახურების გამო მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო დღეს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარებს. გადაბარება სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება. საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბერს გახდა.