საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარის კუბილიუსის განცხადებას ეხმიანება. მათიკაშვილის თქმით, "არ შეიძლება დახმარებასა და "ნაციონალური მოძრაობის" ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს, სწორედ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი".
როგორც დეპუტატი ამბობს, "ნაციონალური მოძრაობა" ვერ შეძლებს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში პრობლემა შექმნას. მისი თქმით, ეს პარტია ქართველი ამომრჩევლისგან 2020 წლის არჩევნებშიც საკადრის პასუხს მიიღებს.