დღეიდან რუსთავი და გარდაბანი გაიხსნა. სხვა ქალაქებიდან აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები დილის 06:00 საათიდან გაუქმდა და გადაადგილება უქვე თავისუფლადაა შესაძლებელი. ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟი წუხელ დაიწყო.
პროცესს ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა.
რუსთავი, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 15 აპრილს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მსგავსად ჩაიკეტა. რამდენიმე კვირით უფრო ადრე დაწესდა შეზღუდვები გარდაბანში.