"ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სრულიად წარმოუდგენელია, რომ კრიზისის მესამე თვესაც საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს, შექმნას ხარისხიანი ტესტების საკმარისი მარაგი.
ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს ჰოლანდიური წარმოების ტესტებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაცია მკაფიო ეპიდემიოლოგიური სურათის წარმოდგენას ხელს უშლის.