საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ეკონომიკაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ საქართველომ ეკონომიკის ძლიერი მხარეები კონკურენტულ უპირატესობად აქციოს და „გარღვევა მოახდინოს“.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა ცალკეული ტურისტული ადგილების კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებას განიხილავს. როგორც მან აღნიშნა, ამ ზონებს შორის განიხილება საირმე, წყალტუბო, გუდაური და კიდევ რამდენიმე პატარა მობილური ზონა. მისივე თქმით, ასეთი ზონა ვერ იქნება აჭარა, თუმცა შესაძლებელია გახდეს აჭარის ცალკეული ლოკაციები.