მალე დასრულდება ეს აურზაური, მაგრამ ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრების გაგრძელება,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში არანაირი დეფიციტი არ არის და სამკურნალო საშუალებების ერთი თვის მარაგი აქვთ .