ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კვლევები არა მხოლოდ ახალ კოვიდზე, არამედ სხვა კორონავირუსებზე და ვირუსებზე ჩაუტარდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის პირველი უარყოფითი შედეგის ხელახალმა ტესტირებამ RNM-ზე კოვიდდადებითი პასუხი აჩვენა, რის გამოც სხვა ჩაღრმავებული კვლევების ჩატარება გადაწყვიტეს. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევებმა კოვიდ 19-ზე უარყოფითი პასუხი ორჯერ აჩვენა.
ექიმის გარდა განმერებით კვლევებს მის შვილსაც ჩაუტარებენ.