ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 69 პაციენტი მკურნალობს. როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკას გუშინ სამი პაციენტი დაემატა, მათგან ორი ბავშვია. სამივე პაციენტი თეთრიწყაროს კარანტინის ზონიდანაა გადმოყვანილი.