ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.როგორც ჯაბაურმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, გამსახურდია კვლავ თურქეთის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება.მისივე ინფორმაციით, პაციენტის გადაყვანა ევროპაში სურდათ, თუმცა კორონავირუსის გამო, ეს ვერ მოხერხდა. როგორც ჯაბაური აცხადებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საზღვრებისა და საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ, მას ევროპაში გადაიყვანენ.შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.