კორონავირუსის პანდემიის დროს ადამიანები ფიქრობენ, რისი გაკეთება შეიძლება ვირუსის თავიდან ასაცილებლად, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარ იმუნურ სისტემას ოპტიმალურად მუშაობაში დაეხმაროს.
ექსპერტები იმუნური სისტემის დახმარებას ორი ძირითადი გზით გვირჩევენ. ერთი არის ჯანსაღი საკვები, მეორე - სტრესის მართვა, ვარჯიში და საკმარისი ძილი.