დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის აგრარული ბაზარი, სადაც შესაბამისი რეკომენდაციები გათვალისწინებულია, ფუნქციონირებას უპრობლემოდ განაგრძობენ. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ბაზრების ადმინისტრაციამ რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რათა იქ მოუშავე და ბაზრებით მოსარგებლე ადამიანების ჯანმრთელობა დაცული იყოს.
რაც შეეხება იმას, თუ როდის მოხდება თბილისში არსებული სასაფლაოების გახსნა, კალაძე ამბობს, რომ ეს ჯერჯერობით უცნობია.
თბილისის მერი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად რეგულაციების შემსუბუქებისა, საზოგადოებამ ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს და დაიცვას.