ბოლნისში, ბოლო 24 საათში, 100 საკვლევი მასალიდან ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა - Palitra News

ბოლნისში, ბოლო 24 საათში, 100 საკვლევი მასალიდან ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

2020-04-24 15:28:11+04:00

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 84 შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქედან ბოლნისს - 61, მარნეულს - 15, რუსთავს კი ინფიცირების 8 ფაქტი უკავშირდება. მისივე თქმით, რუსთავსა და მარნეულში ინფექციის დადასტრებული ფაქტი არ გაზრდილა და პირიქით, მუნიციპალიტეტებს 17 გამოჯანმრთელებული ჰყავს. რაც შეეხება ბოლნისს, გუბერნატორის ინფორმაციით, იქ მოსახლეობის აქტიური ტესტირება გრძელდება, მათ შორის ბოლო 24 საათში დადასტურდა ერთი ახალი შემთხვევა.