ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს, ბულვარში სეირნობისგან თავი შეიკავონ - Palitra News

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს, ბულვარში სეირნობისგან თავი შეიკავონ

2020-04-21 14:50:12+04:00

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ბულვარში სეირნობისგან თავი შეიკავოთ. ამასთან, ადმინისტრაცია მოქალაქეებს თხოვს, დაემორჩილონ ხმოვანი გაფრთხილების მითითებებს, რითიც საკუთარ ჯანმრთელობასთან ერთად დაიცავენ ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასაც. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტავს იმ რეკომენდაციებსაც, რომელთა შესრულებაც ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილების დროს აუცილებელია, მათ შორის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავომ შეკრებისაგან, მაქსიმალურად შეზღუდონ გადაადგილება და დაიცვან სოციალური დისტანცია. ასევე აკრძალულია ბულვარის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ატრაქციონებითა და სავარჯიშო მოწყობილობებით სარგებლობა.