ფოთში თვითიზოლაციაში ტრაილერის 72 მძღოლი იმყოფება. ეს ის მძღოლები არიან, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს. ისინი თვითიზოლაციის პერიოდს ფოთის ტირ პარკში გაატარებენ, რომელიც ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ეკონომიკის სამინისტრომ მოაწყ და 14 აპრილს გახსნა. გარდა მძღილებისა, სამეგრელოს რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 174 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 837 მოქალაქეს. გუშინ ლაბორატორიაში 16 პირის ანალიზი გაიგზავნა და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 36 პირია მოთავსებული.