პარლამენტის დარგობრივ ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყანას ჯერჯერობით არა ფინანსური, არამედ ეკონომიკური კრიზისი აქვს, რომლის წინაშეც მონეტარული პოლიტიკის შესაძლებლობები შეზღუდულია.
როგორც კაკულიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, ხელისუფლების მიერ კონკრეტული ბიზნეს მიმართულებები, რომელთა დასახმარებლადაც გარკვეული თანხა გამოიყოფა, მაშინ დასახელდება, როცა ამის შესაფერისი დრო იქნება.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა სადაც მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები, ეროვნული ბანკი.