ქობულეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, დაინფიცირებულ პირებს შორისაა არასრულწლოვანიც. მისივე თქმით, COVID 19-ით ინფიცირებულებს დაახლოებით 410-მდე ადამიანთან ჰქონდა შემხებლობა.