ხიდისყურში ჩატარებული თერმოსკრინინგით, სოფლის არც ერთ მოსახლეს რაიმე საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება - Palitra News

ხიდისყურში ჩატარებული თერმოსკრინინგით, სოფლის არც ერთ მოსახლეს რაიმე საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება

2020-04-14 10:34:10+04:00

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ორი დადასტურებული შემთხვევაა, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორი გიგი ხოჯევანიშვილი აცხადებს.

როგორც მან "პალიტრანიუსს" განუცხადა, ხიდისყურში სრულად ჩატარდა თერმოსკრინინგი, თუმცა სოფლის არც ერთ მოსახლეს რაიმე საეჭვო სიმპტომი ან გართულება არ დაფიქსირებია, შესაბამისად, გუბერნატორის შეფასებით, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. მისივე განმარტებით, ასევე მოხდა სოფლის თითოეული მოსახლის საჭიროებების შესწავლა და მათი დახმარება დროულად მოხდება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გუშინ დაწესდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საფუძვლად სოფელში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაედო.