ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დედა-შვილი, თბილისის ინფექციურ კლინიკაში კი ერთი ადამიანი შეიყვანეს - Palitra News

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დედა-შვილი, თბილისის ინფექციურ კლინიკაში კი ერთი ადამიანი შეიყვანეს

2020-04-13 14:25:37+04:00

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან დედა-შვილია მოთავსებული. დედის ანალიზი კლინიკაში აიღეს, არასრულწლოვანი შვილი კი ბათუმიდან გადაიყვანეს. ამასთან, კლინიკაში სულ 18 პაციენტია, მათგან, ორი ბავშვია. ინფექციურში დღეს ორ ახალ პაციენტს ელოდებიან, ისინი ე.წ. თერჯოლის კლასტერს წარმოადგენენ. რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პირია გადაყვანილი, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერს წარმოადგენს.