ლენტეხში თერმოსკრინინგის პროცესი დასკვნით ეტაპზეა - გუბერნატორი - Palitra News

ლენტეხში თერმოსკრინინგის პროცესი დასკვნით ეტაპზეა - გუბერნატორი

2020-04-13 13:29:08+04:00

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დასრულების ეტაპზეა. როგორც "პალიტრანიუსს" რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, მკაცრ თვითიზოლაციაში კი ასამდე ადამიანი იმყოფება.

მისივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, თერმოსკრინინგი ლენტეხში მცხოვრებ 5 000 ადამიანს ჩაუტარდება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის როდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგებას, გუბერნატორის ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, კორონავირუსით ლენტეხში ჯამში, 5 პირია დაინფიცირებული.