ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების 1300 აღსაზრდელს ერთი თვის საკვები პროდუქტები დაურიგდება. როგორც პალიტრანიუსს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროდუქტების დარიგება დღეიდან დაიწყო. სასურსათო პაკეტები რამდენიმე ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიუტანა.