ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში დღეს კორონავირუსის ინფექციით დადასტურებული 3 ახალი პაციენტი დაემატათ. მათგან ერთი 6 წლის ბავშვია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამიდან ერთი ეროვნული ბანკის თანამშრომლის ოჯახის წევრია, დედა-შვილს კი გადმოკვეთილი აქვს რამდენიმე დღის წინ თურქეთის საზღვარი.
მისივე თქმით, მათ კლინიაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორი პაციენტი არის საყურადღებო, ხოლო 18 წლამდე ასაკის სულ 7 პაციენტია.