სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ მისი 22 წლის ვაჟი დანილო კორონავირუსით დაინფიცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი თქმით, დანილო ვუჩიჩი ბელგრადის ინფექციურ დაავადებათა კლინიკაშია გადაყვანილი.
"ჩემი პირველი შვილი კორონავირუსით დაინფიცირდა და მისი მდგომარეობის გამო ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. შვილო, შენ გაიმარჯვებ", - დაწერა პრეზიდენტმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.
ბოლო მონაცემებით, სერბეთში კორონავირუსის 2 447 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 61 ადამიანი.