ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 183 მილიონი ევროს მოცულობის თანხას გამოუყოფს.
ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორი ლოურენს მერედითი „ტვიტერიზე“ შესაბამის ცხრილს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ევროკავშირი 80 მილიონ ევროს დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის, ხოლო 883 მილიონ ევროს, მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის გამოყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. აღნიშნული თანხიდან 183 მილიონ ევროს საქართველო მიიღებს. ფინანსურ დახმარებას ასევე მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.