ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევიდან 2 მათ კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს 2 ახალი პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა და მათი ასაკი 70 წელზე მეტია.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 208 დადასტურებული შემთხვევაა. ახალი ამ პაციენტებიდან 5 - ბათუმშია, 2- ქუთაისში, დანარჩენი - თბილისში.
ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტი რჩება მძიმე პნევმონიით რომელთაგანაც 2 უკვე დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფლებაში არიან გადაყვანილები.