"ტვიტერის" აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი აცხადეს, რომ კორონავირუსის შედეგებთან საბრძოლველად 1 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
დორსის განცხადებით, აღნიშნულ თანხას, რომელიც მისი ქონების 28 პროცენტს შეადგენს, საკუთარ საქველმოქმედო ფონდ Start Small-ში გადარიცხავს და ის უნივერსალურ საბაზო შემოსავალსა და გოგონების ჯანმრთელობასა და განათლებაზე იქნება ორიენტირებული.
"ტვიტერის" აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ფონდიდან განხორციელებული ყველა დონაცია საჯარო იქნება.