არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი აცხადებს, რომ საქართველო წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რადგან ეს უკვე გაცხადდა, ცეცხლის ჩამოტანის ფორმაც მოიძებნება. ეს არ არის რაღაც და ყველა ქრისტიან ელოდება ცეცხლის გადმოსვლას - განაცხადა არქიმადრიტმა.
შეგახსენებთ ისრაელში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაულის დროს ტაძარში 10-15 ადამიანი იქნება, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ.
ამასთან, ცეცხლის წაღება სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალურად დანიშნული ფრენებით მოხდება, რომლებიც ასევე რეგულაციებში მოექცევა. კერძოდ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პირებს ხომალდიდან გადმოსვლის უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ბორტზე მიაწვდიან.
გამოცემის ინფორმაციით, სპეციალური რეისები უკვე დანიშნულია რუსეთიდან, საბერძნეთიდან და უკრაინიდან.