ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციოს საბჭოს სხდომა დისტანციურად გაიმართა. საბჭოს შეხვედრას სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უხელმძღვანელა.
უწყების ინფორმაციით, ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე კორონავირუსთან ბრძოლისთვის ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.
საბჭოს წევრებმა სახელმწიფო მინისტრს მიმდინარე პროცესებზე რეგიონების მიხედვით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გაუზიარეს, წარმოადგინეს წინადადებები და ინიციატივები. გაიმართა დისკუსია.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა საბჭოს წევრებს თავის მხრივ ინფორმაცია მიაწოდეს უკვე გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
დისტანციურ შეხვედრაზე დაიგეგმა თემატურ ჯგუფებთან შეხვედრები: მედიის, ეკონომიკის, განათლების და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით.